პოლიცია არ გამორიცხავს, რომ ნიდერლანდებში, ტრამვაიში სროლა ტერორიზმს უკავშირდება

15:42, 18.03.2019

ნიდერლანდების ქალაქ უტრეხტში ტრამვაიში მომხდარ სროლასთან დაკავშირებით პოლიცია ტერორისტულ მოტივს არ გამორიცხავს.

ინციდენტი ადგილობრივი დროით 10:45 საათზე მოხდა. შეიარაღებულმა პირმა ქალაქის დასავლეთ ნაწილში მდებარე სადგურის მოედნის გაჩერებასთან, ტრამვაიში ცეცხლი გახსნა.

სამართალდამცველების განცხადებით, დაშავებულია რამდენიმე ადამიანი. თავდამსხმელმა შემთხვევის ადგილიდან მიმალვა შეძლო. ამჟამად შემთხვევის ადგილზე მობილიზებულია პოლიცია და საგანგებო სამსახურები, მათ შორის ანტიტერორისტული დანაყოფი.

სამართალდამცველები მოსახლეობას მოუწოდებენ, შემთხვევის ადგილს თავი აარიდონ.

ნიდერლანდების პრემიერ-მინისტრის, მარკ რუტეს განცხადებით, მომხდართან დაკავშირებით მთავრობა საგანგებო სხდომას მართავს.

 

მსგავსი