„პოლესიე“ გიორგი მაისურაძის იჯარით სხვა გუნდში გაშვებას აპირებს #1TVSPORT

13:25, 15.08.2025

კონფერენს ლიგის მესამე საკვალიფიკაციო ეტაპზე ჟიტომირისპოლესიე“, სადაც გიორგი მაისურაძე თამაშობს, უნგრეთში „პაკშთან“ 1:2 დამარცხდა, მაგრამ პირველი მატჩი 3:0 ჰქონდა მოგებული და ორი მატჩის ჯამში მომდევნო ეტაპზე გავიდა. ქართველი მცველი უკრაინული გუნდის განაცხადში ამჯერადაც არ იყო.

პოლესიეს“ მთავარმა მწვრთნელმა, რუსლან როტანმა განაცხადა, რომ ახალ სეზონში მაისურაძეს არ უთამაშია, მაგრამ კლუბს მომავალში მისი იმედი აქვს და, სათამაშო პრაქტიკის მიზნით, იჯარით სხვა გუნდში გაშვებას გეგმავს, რადგან „პოლესიეში“ ამ ეტაპზე სათამაშო დროს ვერ ჰპირდება.

„კლუბი მაისურაძეზე უარს არ ამბობს, მომავალში მასზე იმედებს ვამყარებთ. მცირე სათამაშო დრო მის განვითარებას ხელს არ შეუწყობს. ამიტომ კლუბის ამოცანაა მისთვის ისეთი გუნდის მოძებნა, სადაც თამაშს შეძლებს და განვითარდება. პრიორიტეტულია მომდევნო ექვსი თვის განმავლობაში ქართველი მოთამაშის იჯარით ისეთ გუნდში გაშვება, რომელიც მის სათამაშო სტილს შეესაბამება“, – განაცხადა როტანმა.

მსგავსი