„მანჩესტერ იუნაიტედის“ ყოფილ ფეხბურთელს პოლ სქოულზს მსოფლიოს საუკეთესო ნახევარმცველად პედრი მიაჩნია.
სქოულზს სთხოვეს დაესახელებინა მისი ამპლუის საუკეთესო ფეხბურთელები და მან პირველ ადგილზე „ბარსელონას“ ნახევარმცველი დააყენა.
„ნომერი პირველი – პედრია. როდესაც „ინსტაგრამში“ პოსტი გამოვაქვეყნე, ხალხი მეკითხებოდა – სად ვიყავი სამი წელი, რატომ ვერ ვხედავდი მას? სინამდვილეში, მე არ ვუყურებ ესპანურ ფეხბურთს და ესპანეთის ნაკრებს. და აი, ვნახე პედრი ჩემპიონთა ლიგაზე „ნიუკასლის“ წინააღმდეგ და გავიფიქრე: „ვაუ! ის ჩავი და ინიესტაა ერთ ფეხბურთელში. მას ნებისმიერის მოტყუება შეუძლია!“ და აქ ლაპარაკია არა ფეხებზე, არამედ ტვინზე. ხანდახან რთული სიტუაციებიდან გამოდიოდა ერთი-ორი აჩქარებით ან მხარის მსუბუქი მოძრაობით. მისი ტექნიკა შესანიშნავია.
ყველაზე საინტერესო ის არის, რომ, როცა „ნიუკასლმა“ ერთი ბურთი გაქვითა და ანგარიში 2:1 გახდა, მსაჯმა რვა წუთი დაამატა და მაშინ გავიფიქრე: „ახლა საინტერესო უნდა იყოს“. მაგრამ პედრის შვიდი წუთი ეჭირა ბურთი. მან მთლიანად დააწესა კონტროლი თამაშზე – ეს ძალიან შთამბეჭდავი იყო“, – განაცხადა სქოულზმა.