პოლ სქოულზი - ონანა კარში ისე დგას, თითქოს ყველა დარტყმული ბურთი უნდა გაუშვას #1TVSPORT
პოლ სქოულზი - ონანა კარში ისე დგას, თითქოს ყველა დარტყმული ბურთი უნდა გაუშვას #1TVSPORT

ინგლისის ნაკრების ყოფილმა ფეხბურთელმა ჩემპიონთა ლიგაზე „მანჩესტერისა“ და „გალათასარაის“ მატჩი (3:3) შეაფასა.

პოლ სქოულზმა „იუნაიტედის“ მეკარე ანდრე ონანა მკაცრად გააკრიტიკა და ინგლისური კლუბის წარუმატებლობაში დაადანაშაულა.

„ჩემპიონთა ლიგაზე ონანა ზედმეტად მოდუნებული იყო და კონცეტრაციას ვერ ახერხებდა. მეკარისთვის კი კონცენტრაცია უმთავრესია. ონანას მიერ გაშვებული მეორე გოლი საშინელი შეცდომა იყო. ვერც ვხდები, ამ დროს რის გაკეთებას ცდილობდა.

ონანა მთელ გუნდს ანერვიულებს. მის გამო ყველაზე უწყინარი სიტუაციებიც კი „მანჩესტერისთვის“ სახიფათო ხდება. ონანა კარში ისე დგას, თითქოს ყველა დარტყმული ბურთი უნდა გაუშვას. მეტოქე გუნდების მწვრთნელები, რა თქმა უნდა, ხედავენ ამას და ფეხბურთელებს დავალებას მისცემენ, რომ რაც შეიძლება ხშირად დაარტყან ონანას კარის მიმართულებით“, – აცხადებს „მანჩესტერის“ ყოფილი ფეხბურთელი.