პოლ პოგბას ოპერაცია ესაჭიროება - ფრანგი მინიმუმ ორ თვეს გამოტოვებს #1TVSPORT
პოლ პოგბას ოპერაცია ესაჭიროება - ფრანგი მინიმუმ ორ თვეს გამოტოვებს #1TVSPORT

29 წლის ფრანგი ნახევარმცველი პოლ პოგბა, რომელიც ამ ზაფხულს „იუვენტუსში“ დაბრუნდა, ვერ დაეხმარება თავის გუნდს უახლოეს თვეებში. ამის შესახებ ჟურნალისტმა ტანკრედი პალმიერიმ დაწერა გაზეთ La Gazzetta dello Sport-ზე დაყრდნობით.

პოგბამ ვარჯიშისას მარჯვენა მუხლში ტკივილი იგრძნო და სამედიცინო შემოწმება გაიარა. გამოკვლევის დროს მას მენისკის დაზიანება დაუდგინეს. ფეხბურთელს ქირურგიული ჩარევა დასჭირდება, რის გამოც მინიმუმ ორ თვეს ვერ ითამაშებს.

ასე რომ, ფრანგი დააკლდება „იუვენტუსს“ სერია A-ს ახალი სეზონის პირველ რვა ტურში და ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის ორ საწყის მატჩში.

პოლ პოგბა 2012-16 წლებში თამაშობდა ტურინულ კლუბში და 177 მატჩში 34 გოლი და 40 შედეგიანი გადაცემა დააგროვა.