პოლ პოგბას მსოფლიო ჩემპიონატის გამოტოვება ემუქრება - ნახევარმცველი მინდორზე შესაძლოა 2023 წელს დაბრუნდეს #1TVSPORT
პოლ პოგბას მსოფლიო ჩემპიონატის გამოტოვება ემუქრება - ნახევარმცველი მინდორზე შესაძლოა 2023 წელს დაბრუნდეს #1TVSPORT

საფრანგეთის ნაკრების ნახევარმცველმა პოლ პოგბამ, შესაძლოა მსოფლიოს 2022 წლის ჩემპიონატი გამოტოვოს.

ფეხბურთელმა „იუვენტუსის“ ვარჯიშზე მარჯვენა მუხლი დაიზიანა. ამის შემდეგ სამედიცინო გამოკვლევამ აჩვენა, რომ ფრანგს მენისკის ტრავმა აქვს და ოპერაცია ესაჭიროება, რის გამო ორი თვის გამოტოვება დაემუქრა.

თუმცა, როგორც ირკვევა, ტრავმა უფრო სერიოზული აღმოჩნდა.

იტალიური გამოცემა La Gazzetta dello Sport-ის ჟურნალისტი ფაბიანა დელა ვალე ამტკიცებს, რომ პოგბა შესაძლოა 2022 წლის ბოლომდე ვერ გავიდეს მოედანზე და მხოლოდ 2023 წლის დასაწყისში განაახლებს თამაშს.

ასეთ შემთხვევაში, პოგბა ვერ ითამაშებს მსოფლიო ჩემპიონატზე საფრანგეთის ნაკრების რიგებში.

აღნიშნავენ, რომ ფეხბურთელმა კონსულტაცია გაიარა ექიმებთან და ეძებს სწრაფად აღდგენის საშუალებებს. ოპერაციაზე პოგბამ უარი განაცხადა.