პოლ პოგბას კორონავირუსი აღმოაჩნდა
პოლ პოგბას კორონავირუსი აღმოაჩნდა

„მანჩესტერ იუნაიტედისა“ და საფრანგეთის ნაკრების ნახევარმცველმა პოლ პოგბამ კორონავირუსზე დადებითი ტესტი ჩააბარა, – იტყობინება გაზეთი „დეილი მეილი“.

აღნიშნავენ, რომ პოგბას ორკვირიანი კარანტინი ელოდება, შესაბამისად, ის გამოტოვებს „მანჩესტერში“ წინასასეზონო მზადების დასაწყისს.

გარდა ამისა, პოგბა გამოძახებული იყო საფრანგეთის ნაკრებში ერთა ლიგის პირველი ორი ტურისთვის, მაგრამ დაინფიცირების გამო, ის დიდიე დეშამის გუნდს ვერ დაეხმარება. მის ნაცვლად ეროვნულ გუნდში გამოიძახეს 17 წლის ედუარდო კამავინგა.

საფრანგეთის ნაკრები 5 სექტემბერს შვედეთს შეხვდება, 8 სექტემბერს – ხორვატიას.