პოლ პოგბამ ოჯახი შექმნა
პოლ პოგბამ ოჯახი შექმნა

„მანჩესტერ იუნაიტედის“ ნახევარმცველმა პოლ პოგბამ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება მიიღო – მან თავის მეგობარ გოგონაზე, მარია სალესზე იქორწინა.

საფრანგეთის ნაკრების ფეხბურთელმა მარიას ჯერ კიდევ ზამთარში სთხოვა ხელი, თუმცა წყვილმა მხოლოდ ახლა დააკანონა საკუთარი ურთიერთობები.

გასულ სეზონზე პოგბამ „მანჩესტერ იუნაიტედში“ 35 მატჩი ჩაატარა, 13 გოლი გაიტანა და ცხრა საგოლე გადაცემა შეასრულა.