პოლ პოგბამ კარიერის გასაგრძელებლად „ინტერ მაიამი“ აირჩია #1TVSPORT

09:15, 27.03.2025

ფრანგი ნახევარმცველი პოლ პოგბა კარიერის გაგრძელების ადგილზე ჩამოყალიბდა, – წერს გამოცემა Fichajes.

წყაროს ცნობით, 32 წლის ფეხბურთელმა გადაწყვიტა შეუერთდეს „ინტერ მაიამის“, რომელშიც ლიონელ მესი თამაშობს. მოლაპარაკებები MLS-ის კლუბთან წარმატებით მიმდინარეობს და გარიგება უახლოეს ხანში შეიძლება გაფორმდეს.

აღნიშნავენ, რომ პოგბას გადაწყვეტილებაზე დიდი გავლენა მოახდინა სწორედ მესის ფაქტორმა.

შეგახსენებთ, რომ მარტში დასრულდა ფრანგი ფეხბურთელის დისკვალიფიკაცია ანტისადოპინგო წესების დარღვევისთვის.

მსგავსი