პოლ პოგბა ტოპ ლიგების კლუბებიდან წინადადებებს განიხილავს #1TVSPORT
საფრანგეთის ნაკრების ყოფილი ნახევარმცველი პოლ პოგბა კარიერის გაგრძელებას ევროპის TOP5 ქვეყნების ლიგებში აპირებს.
ESPN-ის ინფორმაციით, ფეხბურთელი განიხილავს წინადადებებს ევროპის ხუთი უმსხვილესი ლიგის რამდენიმე კლუბისგან. თუმცა შეთანხმება გარიგებაზე ჯერ მიღწეული არ არის.
უფრო ადრე ფრანგმა ფეხბურთელმა განაცხადა, რომ ჰქონდა შეთავაზება რუსეთიდან, მაგრამ არ სურს ამ ქვეყანაში თამაში და ისეთ კლუბში უნდა, რომელიც ჩემპიონთა ლიგაზე გამოდის.
პოლ პოგბამ ნოემბერში დატოვა „იუვენტუსი“ თავისუფალი აგენტის სტატუსით. მარტში დასრულდება ნახევარმცველის დისკვალიფიკაცია დოპინგის გამოყენებისთვის. მას შეუძლია 1 იანვრიდან ნებისმიერ კლუბთან კონტრაქტის გაფორმება.