პოლ პოგბა - სოლსკიაერმა იცის, როგორ მოიგოს ტიტული
პოლ პოგბა - სოლსკიაერმა იცის, როგორ მოიგოს ტიტული

მანჩესტერის ნახევარმცველი პოლ პოგბა ინგლისის ასოციაციის თასზე ჩელსისთან მატჩში გამარჯვებით (2:0) ძალიან კმაყოფილი დარჩა. ფრანგი ამ შეხვედრაში გოლით და საგოლე გადაცემით გამოირჩა.

„ეს იყო შესანიშნავი გამარჯვება. ყველამ კარგად ითმაშა“, – ციტირებს ბი-ბი-სი (ВВС) პოგბას. – „მე ჩემი თამაშის ხარისხის გაუმჯობესება მოვახერხე, რაშიც გუნდი ძალიან მეხმარება. მე ვიხარჯები ბოლომდე, გამაქვს გოლები, ვიძლევი საგოლე გადაცემებს და ეს ყველაფერი თანაგუნდელების დამსახურებაა. ჩვენ ერთად თამაში გვსიამოვნებს. ჩვენ მანჩესტერ იუნაიტედი ვართ და გვყავს შესანიშნავი მწვრთნელი. სოლსკიაერმა იცის, თუ როგორ მოიგოს ტიტული“.