პოლ პოგბა - რეალ მადრიდი ოცნების გუნდია, მაგრამ მანჩესტერში ბედნიერი ვარ
პოლ პოგბა - რეალ მადრიდი ოცნების გუნდია, მაგრამ მანჩესტერში ბედნიერი ვარ

პოლ პოგბა აცხადებს, რომ რეალ მადრიდი ნებისიერი ფეხბურთელისთვის ოცნების კლუბია, თუმცა თავად ამჟამად მანჩესტერ იუნაიტედში ძალიან ბედნიერია.

„ეს ერთ-ერთი უდიდესი კლუბია მსოფლიოში“, – ამბობს 26 წლის ფრანგი ნახევარმცველი, – „მე ყოველთვის ვამბობდი, რომ რეალ მადრიდი ნებისმიერი მოთამაშისთვის საოცებო გუნდია. თუმცა, ამჟამად, მე მანჩესტერში ბედნიერი ვარ. ახალი მწვრთნელი გვყავს და რეგულარულად ვთამაშობ“.

შეგახსენებთ, რომ პოლ პოგბა საფრანგეთის ნაკრებთან ერთად ევრო 2020 წლის შესარჩევი ეტაპის ორ შეხვედრაში მიიღებს მონაწილეობას: 22 მარტს მამლები მოლდოვას შეხვდებიან, 25 მარტს კი ისლანდიას.