პოლ პოგბა რამდენიმე კვირას გამოტოვებს
პოლ პოგბა რამდენიმე კვირას გამოტოვებს

„მანჩესტერ იუნაიტედის“ ნახევარმცველი პოლ პოგბა თავისი გუნდის უახლოეს მატჩებში მონაწილეობას ვერ მიიღებს.

„პოლი ლაზარეთში მოხვდა ფეხის ტრავმის გამო. ჩვენ მას ნამდვილად ვერ ვიხილავთ მინდორზე რამდენიმე კვირის განმავლობაში”, – განაცხადა „იუნაიტედის” მთავარმა მწვრთნელმა ოლე-გუნარ სოლსკიაერმა.

აგვისტოს ბოლოდან მოყოლებული, პოგბამ პრემიერლიგაში მხოლოდ სამი მატჩი ჩაატარა, რისი მიზეზიც კოჭის ტრავმა იყო.

რამდენიმე დღის წინ დაიწერა იმის შესახებ, რომ ფრანგი ფეხბურთელი ზამთრის სატრანსფერო ფანჯრისას მადრიდის „რეალში“ არ გადავა.