პოლ პოგბა პოჩეტინოს სატრანსფერო პრიორიტეტია
პოლ პოგბა პოჩეტინოს სატრანსფერო პრიორიტეტია

„მანჩესტერ იუნაიტედის“ ნახევარმცველი პოლ პოგბა პრიორიტეტული სატრანსფერო სამიზნე იქნება ზაფხულში „პარი სენ-ჟერმენის“ მთავარ მწვრთნელ მაურიციო პოჩეტინოსთვის. ამის შესახებ „დეილი სტარმა“ დაწერა.

არგენტინელი სპეციალისტის აზრით, 27 წლის ფრანგი იდეალური მოთამაშეა ახალი გუნდის მშენებლობის დასაწყებად. პსჟ-ს კონკურენციას პოგბასთვის ბრძოლაში „რეალი“ და „იუვენტუსი“ გაუწევენ.

2020-2021 წლების სეზონზე პოგბამ „იუნაიტედის“ რიგებში 21 მატჩი ჩაატარა, ორი გოლი გაიტანა და სამი შედეგიანი გადაცემა შეასრულა. მისი კონტრაქტი მანჩესტერელებთან 2022 წლის ზაფხულში იწურება.