„მანჩესტერ იუნაიტედის“ ნახევარმცველმა, პოლ პოგბმამ „პარი სენ-ჟერმენთან“ კონტრაქტის დეტალები შეათანხმა, – იუწყება Todofichajes.
გამოცემის ინფორმაციით, მხარეები ოთხწლიანი ხელშეკრულება შეათანხმეს. მანჩესტერიდან პარიზში 29 წლის ფრანგი თავისუფალი აგენტის სტატუსით გადავა და აღნიშნავენ, რომ თავად ფეხბურთელის დიდი სურვილია, პსჟ-ს რიგებს შეუერთდეს.
მიმდინარე სეზონში პოგბამ მანჩესტერელთა შემადგენლობაში 25 მატჩი ჩაატარა, გაიტანა ერთო გოლი და ცხრა შედეგიანი გადაცემა შეასრულა. მისი კონტრაქტი ინგლისურ კლუბთან წელს, ივნისში იწურება.
Transfermarkt პოლ პოგბას სატრანსფერო ღირებულებად 55 მილიონ ევროს ასახელებს.
ავტორი -
ალექსანდრე ქურხული