საფრანგეთის ნაკრების ნახევარმცველი პოლ პოგბა მსოფლიოს 2022 წლის ჩემპიონატს გამოტოვებს. ამის შესახებ ფეხბურთელის აგენტმა რაფაელ პიმენტამ განაცხადა.
„ბოლო ორი დღის განმავლობაში ჩატარებული სამედიცინო გამოკვლევების შემდეგ ძალიან მძიმეა იმის გამოცხადება, რომ პოლ პოგბას ჯერ ისევ სჭირდება რეაბილიტაცია მუხლზე ოპერაციის შემდეგ. ამ მიზეზით პოლი ვერ შეუერთდება საფრანგეთის ნაკრებს ყატარში“, – განაცხადა პიმენტამ.
შეგახსენებთ, რომ „იუვენტუსის“ ნახევარმცველმა სეზონის წინ მიიღო ბარძაყია კუნთის ტრავმა.
მსოფლიოს ჩემპიონატი ყატარში 20 ნოემბრიდან 18 დეკემბრამდე გაიმართება.