პოლ პოგბა კარიერას „მონაკოში“ გააგრძელებს. 32 წლის ფრანგი ნახევარმცველი კლუბთან ორწლიან კონტრაქტს მოაწერს ხელს, – წერს გაზეთი Le Parisien-ი.
ბოლოჯერ პოგბა მოედანზე 2023 წლის სექტემბერში იყო. ამის შემდეგ მან ანტისადოპინგო წესების დარღვევის გამო დისკვალიფიკაცია მიიღო, რომელსაც ამა წლის მარტში გაუვიდა ვადა. ამჟამად ფეხბურთელი თავისუფალი აგენტის სტატუსით სარგებლობს.
ფრანგის ბოლო კლუბი იყო ტურინის „იუვენტუსი“, რომელმაც ნახევარმცველთან კონტრაქტი 2023 წლის ნოემბერში გაწყვიტა.