პოლ პოგბა „მანჩესტერს“ ბოიკოტს უცხადებს
პოლ პოგბა „მანჩესტერს“ ბოიკოტს უცხადებს

„მანჩესტერ იუნაიტედის“ ნახევარმცველმა პოლ პოგბამ ბოიკოტი მოაწყო და უარი თქვა ვარჯიშსა და მატჩებში მონაწილეობაზე, – წერს ვებგვერდი Cope.es.

როგორც წყარო იტყობინება, ფრანგმა ნახევარმცველმა უკვე მოირჩინა ფეხის ტრავმა, მაგრამ უარს ამბობს გუნდთან ერთად ვარჯიშზე და ითხოვს ზამთარში სხვა გუნდში გაშვებას.

პოგბას შეძენაზე მთავარ პრეტენდენტად მიიჩნევა „რეალი“.  „მანჩესტერ იუნაიტედი“ ფეხბურთელს 150 მილიონ ევროდ აფასებს.

შეგახსენებთ, რომ ფრანგმა ტრავმა „არსენალთან“ მატჩში ჯერ კიდევ სექტემბერის ბოლოს მიიღო. ამ სეზონში მას რვა ოფიციალურ მატჩში აქვს მიღებული მონაწილეობა და მხოლოდ ორი საგოლე პასი შეასრულა.