პოლ პოგბა „მანჩესტერ იუნაიტედის“ დატოვებას ფიქრობს
პოლ პოგბა „მანჩესტერ იუნაიტედის“ დატოვებას ფიქრობს

„მანჩესტერ იუნაიტედის“ ნახევარმცველი პოლ პოგბა თანაგუნდელებს გამოუტყდა, რომ კლუბის დატოვებას გეგმავს, – იუწყება Manchester Evening News.

გამოცემა წერს, რომ 26 წლის ფრანგის გუნდიდან წასვლა „მანჩესტერ იუნაიტედის“ ბევრ ფეხბურთელს სურს, მიუხედავად იმისა, რომ პოგბა გულშემატკივრებში კვლავ პოპულარულია და მოედანზე მნიშვნელოვან ძალას წარმოადგენს.

2019/2020 წლების სეზონში პოგბა მოედანზე რვაჯერ გავიდა და ორი შედეგიანი გადაცემა შეასრულა. სეზონის დიდი ნაწილი კი ფრანგმა ფეხბურთელმა ტრავმის გამო გამოტოვა.

პორტალი Transfermarkt.com პოლ პოგბას 100 მილიონ ევროდ აფასებს. ადრე, მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ პოგბა კვლავ „იუვენტუსში“ დაბრუნდება, სადაც 2012-2016 წლებში თამაშობდა.