პოლ პოგბა კრიშტიანო რონალდოზე მეტ ხელფასს ითხოვს #1TVSPORT
პოლ პოგბა კრიშტიანო რონალდოზე მეტ ხელფასს ითხოვს #1TVSPORT

„მანჩესტერ იუნაიტედის“ ნახევარმცველი პოლ პოგბა მზად დარჩეს ინგლისურ კლუბში და გააგრძელოს კონტრაქტი. ფრანგი ფეხბურთელის მთავარი პირობაა – უფრო მეტი გამოიმუშავოს, ვიდრე კრიშტიანო რონალდო. ამის შესახებ დაწერა გაზეთმა L’Equipe-მა.

ინფორმაციის თანახმად, პოგბას სურს კვირაში 585 ათასი ევრო მიიღოს, რაც ორჯერ მეტია ფრანგის დღევანდელ ხელფასზე. ნახევარმცველს სურს კლუბში ყველაზე მაღალანაზღაურებადი მოთამაშის სტატუსი ჰქონდეს. თუ მხარეები ვერ მოილაპარაკებენ, 28 წლის ფეხბურთელი თავისუფალი აგენტი გახდება.

ადრე იტყობინებოდნენ, რომ პოლ პოგბას მიმართ ინტერესს „იუვენტუსი“ იჩენს. ტურინელები მზად არიან გაყიდონ ადრიენ რაბიო, რათა გამოჰყონ თანხა პოგბას ხელფასისთვის.