პოლ პოგბა გაზეთ „სანს“ სასამართლოში უჩივის
პოლ პოგბა გაზეთ „სანს“ სასამართლოში უჩივის

„მანჩესტერ იუნაიტედის“ ნახევარმცველმა პოლ პოგბამ განაცხადა, რომ სასამართლოში უჩივლებს გაზეთ „სანს“ მცდარი ინფორმაციის გავრცელებისთვის. ბრიტანულმა გამოცემამ დაწერა, რომ პოგბამ საფრანგეთის ნაკრებში კარიერა დაასრულა.

„აბსოლუტურად დაუსაბუთებელი ინფორმაციები ჩემს შესახებ ყველგან ვრცელდება. იწერება ისეთი ფრაზები, რაც არასოდეს მითქვამს და გონებაშიც არ გამივლია. გაოგნებული ვარ, გაბრაზებული, შოკირებული და იმედგაცრუებული იმით, რომ ზოგიერთი “მედია” მიყენებს იმისთვის, რომ შექმნას სრულიად ყალბი სათაურები საფრანგეთში მიმდინარე მოვლენებზე და ამას შეუსაბამოს ჩემი რელიგია და საფრანგეთის ეროვნული ნაკრები. ტერორისა და ძალადობის ნებისმიერი გამოვლინების წინააღმდეგი ვარ. სამწუხაროდ, ზოგიერთი ადამიანი პრესიდან უპასუხისმგებლოდ მოქმედებს, როცა ბოროტად იყენებს სიტყვის თავისუფლებას, წერს ახალ ამბებს და თან არ ამოწმებს, მართალია თუ არა ის, რასაც წერენ. ისინი ქმნიან ჭორებს და არ ფიქრობენ იმაზე, რომ ეს ცუდ გავლენს ახდენს ადამიანებისა და პირადად ჩემს ცხოვრებაში. სასამართლოში ვუჩივლებ გამომცემლებსა და 100 პროცენტით ყალბი ახალი ამბების გამავრცელებლებს“, – დაწერა თავის „ინსტაგრამში“ პოგბამ.

შეგახსენებთ, რომ ბრიტანულმა გამოცემამ გამოაქვეყნა ახალი ამბავი იმის შესახებ, რომ პოლ პოგბა აპირებს ეროვნულ გუნდში კარიერის დასრულებას საფრანგეთის პრეზიდენტის ემანუელ მაკრონის გამონათქვამის გამო მასწავლების სამუელ პატის მკვლელობასთან დაკავშირებით.

ამის შემდეგ, პოგბამ „ინსტაგრამში“ განათავსა „სანიდან“ პუბლიკაციის ფრაგმენტი და ამ ამბავს ფეიკი უწოდა.