პოლ პოგბა - ევერტონთან მარცხი გულშემატკივრების მიმართ უპატივცემულობა იყო
პოლ პოგბა - ევერტონთან მარცხი გულშემატკივრების მიმართ უპატივცემულობა იყო

მანჩესტერ იუნაიტედის ფეხბურთელები კლუბსა და გულშემატკივრებს უპატივცემულოდ მოექცნენ, – განაცხადა პოლ პოგბამ სკაი სპორტსთან ინტერვიუში. ინგლისელთა ფრანგი ლეგიონერი ევერტონთან განცდილ მარცხს გულისხმობდა, როდესაც მანჩესტერელებმა გუდისონ პარკზე ოთხი უპასუხო გოლი გაუშვეს.

იუნაიტედი ახლა მეექვსე ადგილზეა, თუმცა მესამე ადგილზე მყოფ ტოტენჰემს სულ რაღაც სამი ქულით ჩამორჩება.

„ჩემი, გუნდის, ყველას თამაში უპატივცემულობა იყო. ყველაფერი ცუდად წაგვივიდა ამ მატჩში, მაგრამ მოედანზე მენტალობა უნდა შევცვალოთ“, – განაცხადა პოგბამ.

მომავალ სეზონში ჩემპიონთა ლიგაზე მანჩესტერ იუნაიტედი მხოლოდ ოთხეულში მოხვედრის შემთხვევაში ითამაშებს.