პოლ პოგბა ერთი თვე ვერ ითამაშებს
პოლ პოგბა ერთი თვე ვერ ითამაშებს

საფრანგეთის ნაკრებისა და „მანჩესტერ იუნაიტედის“ ნახევარმცველი პოლ პოგბა ერთ თვეს გამოტოვებს ტრავმის გამო. ამის შესახებ ფრანგულმა გამოცემა „ეკიპმა“ გაარკვია.

წყაროს ცნობით, მსოფლიოს ჩემპიონს ფეხის თითის ძვალი აქვს გაბზარული.

ასე რომ, ნახევარმცველი იძულებულია ერთი კვირის განმავლობაში არ დატვირთოს ფეხი, სამი კვირის განმავლობაში კი სარეაბილიტაციო კურსი ჩაიტაროს.

პოგბა ვერ მიიღებს მონაწილეობას საფრანგეთის ნაკრების მატჩებში ისლანდიისა და თურქეთის წინააღმდეგ, აგრეთვე, გამოტოვებს „მანჩესტერ იუნაიტედის“ ექვს მატჩს პრემიერლიგასა და ევროპის ლიგაზე.