პოლ პოგბა - ჩემთვის ახალი გამოწვევების დრო დადგა
პოლ პოგბა - ჩემთვის ახალი გამოწვევების დრო დადგა

პოლ პოგბა აცხადებს, რომ მისთვის სხვა კლუბში გადასვლის დრო დადგა. „მანჩესტერ იუნაიტედისა“ და საფრანგეთის ნაკრების ფეხბურთელს, რომელიც გასულ წელს მსოფლიოს ჩემპიონი გახდა, ორი დიდი ევროპული კლუბი უმიზნებს – „რეალ მადრიდი“ და „იუვენტუსი“, თუმცა 26 წლის ნახევარმცველს, რომელიც 2018-19 წლების სეზონში ინგლისური პრემიერლიგის სიმბოლურ ნაკრებში შეიყვანეს, მანჩესტერ იუნაიტედთან კონტრაქტი 2021 წლის ივლისში ეწურება.

„მე ვფიქრობ, რომ ჩემთვის ახალი გამოწვევების დრო დადგა“, – ამბობს პოგბა, – „მანჩესტერ იუნაიტედში“ სამი წელია, რაც ვთამაშობ და საკუთარი თავით კმაყოფილი ვარ. კარგი მომენტებიც მქონდა და ცუდიც, როგორც ყველას“.

მიუხედავად პოგბაზე არსებული დიდი მოთხოვნისა, მანჩესტერელებს იმედი აქვთ, რომ ფრანგი მომავალ სეზონშიც მათთან დარჩება.

შეგახსენებთ, რომ პოლ პოგბა მანჩესტერ იუნაიტედის ახალგაზრდულ გუნდში თამაშობდა, შემდეგ კი ოთხი წლით იუვენტუსში გადავიდა. 2016 წლიდან ის ისევ იუნაიტედში თამაშობს და მას შემდეგ 89 მატჩში 24 გოლი გაიტანა.