პოლ პოგბა - ალექს ფერგიუსონმა გული მატკინა
პოლ პოგბა - ალექს ფერგიუსონმა გული მატკინა

„მანჩესტერ იუნაიტედის“ ნახევარმცველმა პოლ პოგბამ 2012 წელს კლუბიდან წასვლის ამბავი გაიხსენა.

„ყველაფრის მიზეზი ჩემსა და ალექს ფერგიუსონს შორის ნდობის ნაკლებობა იყო. „ბლექბერნის“ წინააღმდეგ მატჩი ბოლო წვეთი გახდა. მაშინ მოედნის ცენტრში პაკ ჩჟი სუნი და რაფაელი თამაშობდნენ მხოლოდ. ფერგიუსონმა მითხრა, რომ მოედანზე შესასვლელად მზად ვყოფილიყავი, მაგრამ ბოლოს მაინც არ შემიშვა. ამან გული ძალიან მატკინა“, – იხსენებს პოგბა.

შეგახსენებთ, რომ ფრანგი ნახევარმცველი 2012 წელს „იუვენტუსში“ გადაბარგდა, სადაც ოთხი წელი გაატარა და 2016 წელს ისევ „იუნაიტედში“ დაბრუნდა.