პოლ პირსს სჯერა, რომ ლებრონ ჯეიმსს კვლავ ტრავმა აქვს
პოლ პირსს სჯერა, რომ ლებრონ ჯეიმსს კვლავ ტრავმა აქვს

ტრავმის მოშუშების შემდეგ ლებრონ ჯეიმსი ნამდვილად არ ჰგავს საკუთარ თავს. ლეიკერსის ლიდერმა საზარდული დაიზიანა და ამის გამო საკუთარ გუნდს 17 შეხვედრის მანძილზე ვერ ეხმარებოდა. მიუხედავად იმისა, რომ დაბრუნების შემდეგ „მეფე“ საშუალოდ 24.5 ქულას, 10.6 მოხსნას და 10.5 პასს აგროვებს. მისი გუნდი ამ დროისთვის დასავლეთ კონფერენციაში მე-11 ადგილზე იმყოფება.

საპლეიოფო ზონასთან, ანუ მერვე ადგილთან ჩამორჩენა ოთხი მოგებაა. ჯეიმსის დაბრუნების შემდეგ გუნდმა სამი მატჩი მოიგო და ექვსი წააგო. ბოსტონის ლეგენდარულმა მოთამაშემ პოლ პირსმა „ი-ეს-პი-ენთან“ (ESPN) მიცემულ ინტერვიუში ლებრონ ჯეიმსის ტრავმაზე საკუთარი მოსაზრება გააჟღერა.


პირსის აზრით ლებრონს ტრავმა ბოლომდე მორჩენილი არ აქვს. ეს კი უდიდეს რისკებთან არის დაკავშირებული. მისი თქმით ლეიკერსმა ლებრონს ბოლომდე რეაბილიტაციის საშუალება უნდა მისცეს.