პოლ მილსაპმა „დენვერთან“ კონტრაქტი ერთი წლით გაახანგრძლივა
„დენვერისთვის“ გასული სეზონი შეიძლება წარამატებულად ჩაითვალოს. გუნდმა დიდხნიანი პაუზის შემდეგ კონფერენციის ფინალში იასპარეზა, სადაც მომავალ ჩემპიონ „ლოს-ანჯელეს ლეიკერსთან“ დამარცხდა.
ჟურნალისტი შემს ჩარანია ავრცელებს ინფორმაციას, რომ „ნაგეთსის“ ვეტერანი ფორვარდი პოლ მილსაპი გუნდში კიდევ ერთი წელი დარჩება. წყაროს ცნობით, 35 წლის მილსაპი 10 მილიონ დოლარს გამოიმუშავებს.
Free agent Paul Millsap has agreed to a one-year, $10M-plus deal to return to the Denver Nuggets, his agent DeAngelo Simmons tells @TheAthleticNBA @Stadium.
— Shams Charania (@ShamsCharania) November 21, 2020
პოლ მილსაპი გასულ სეზონზე მოედანზე საშუალოდ 24.2 წუთს ატარებდა და ამ დროის მანძილზე მატჩში საშუალოდ 11.6 ქულასა და 5.7 მოხსნას აგროვებდა.