პოლ ჯორჯის 32 ქულა და კავაის ეფექტური დაფარება - „კლიპერსი“ ნახევარფინალურ სერიაში კვლავ დაწინაურდა (ვიდეო)

ორლანდოში გრძელდება ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის პლეი ოფის სერია. დასავლეთ კონფერენციის ნახევარფინალურ ეტაპზე კვლავ დაწინაურდა „ლოს ანჯელეს კლიპერსი“. დოკ რივერსის გუნდმა „დენვერ ნაგეტსი“ 113-107 დაამარცხა და სერიაში 2-1 დაწინაურდა.

ბრწყინვალე მატჩი გამართა პოლ ჯორჯმა. მის ანგარიშზე 32 ქულაა. კავაი ლეონარდმა 23 ქულითა და 14 მოხსნით ორმაგი დუბლი გაიფორმა.

ნაგეტსის“ რიგებში ყველაზე შედეგიანი 32 ქულითა და 12 მოხსნით ნიკოლა იოკიჩი გამოდგა. მას სამმაგ დუბლამდე 2 პასი დააკლდა. 18 ქულითა და 10 მოხსნით ასევე ორმაგი დუბლი შეასრულა მაიკლ პორტერმა.