პოლ ჯორჯი „კლიპერსის“ მოსამზადებელ ეტაპს გამოტოვებს და იმედოვნებს, რომ ნოემბერში დაბრუნდება
პოლ ჯორჯი ახალი სეზონიდან კავაი ლეონარდთან და „ლოს ანჯელეს კლიპერსთან“ ერთად ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის (NBA) ჩემპიონობისთვის იბრძოლებს. კავაისა და ჯორჯის დუეტს საკალათბურთო სამყარო მოუთმენლად ელის, თუმცა გულშემატკივრებს ამ ორი კალათბურთელის პარკეტზე ერთად ნახვამდე მოცდა მოუწევს.
ჯორჯი ამ დრომდე მხრის ტრავმას მკურნალობს. ჯერჯერობით უცნობია მისი დაბრუნების ზუსტი თარიღი, თუმცა „ესპნ“-თან (ESPN) მიცემულ ინტერვიუში კალათბურთელმა რეაბილიტაციის პერიოდზე ისაუბრა და განაცხადა, რომ ნოემბერში დაბრუნების იმედი აქვს.
The return date for Paul George is a bit of a moving target. But he told me today he’s out all of training camp and hoping to be back “November-ish” catch the full interview in @SportsCenter later today.
— Ramona Shelburne (@ramonashelburne) 29 September 2019