პოლ ჯორჯი ბრუნდება
„ლოს ანჯელეს კლიპერსი“ ახალი სეზონის დაწყებიდან ზუსტად ისე გამოიყურება, როგორც ამას გულშემატკივარი ელოდა. გუნდს კავაი ლეონარდი ლიდერობს. „კლიპერსმა“ უკვე მოასწრო რამდენიმე შთამბეჭდავი გამარჯვების მოპოვება და როგორც აფიშა გვეუბნება, სულ მალე ლოს ანჯელესელები საგრძნობლად გაძლიერდებიან.
ადრიან ვოჟნაროვსკის მტკიცებით „კლიპერსის“ ტრავმირებულმა ვარსკვლავმა პოლ ჯორჯმა ტრავმა მოირჩინა და პარასკევს „ნიუ ორლეანის“ წინააღმდეგ ლოს ანჯელესურ გუნდში სადებიუტო შეხვედრას გამართავს.
ჯორჯის დაბრუნებასთან ერთად, ბუნებრივია „კლიპერსის“ თამაშის ხარისხი კიდევ უფრო გაუმჯობესდება. დიდი ალბათობით გამოსწორდება გუნდის სამქულიანი ტყორცნების პროცენტი. ამ დროისთვის გუნდი სამქულიან ტყორცნებს 32.4%-იანი სიზუსტით ესვრის. ეს კი ლიგაში 24-ე მაჩვენებელია. ჯორჯი კარიერაში სამქულიანებს 37.8%-იანი სიზუსტით ასრულებს.
შეგახსენებთ, რომ გასულ სეზონზე პოლ ჯორჯი „ოკლაჰომას“ შემადგელობაში ასპარეზობდა და მატჩში საშუალოდ 28 ქულას, 8.2 მოხსნას, 4.1 პასსა და 2.2 ჩაჭრას აგროვებდა.
Los Angeles Clippers All-Star Paul George will make his franchise debut during upcoming roadtrip to Houston (Wednesday) and New Orleans (Thursday), league sources tell ESPN. George and Clippers still deciding on first game. He had been rehabilitating offseason shoulder surgeries.
— Adrian Wojnarowski (@wojespn) 12 November 2019