პოლ ინსის აზრით, სეზონის გაუქმების შემთხვევაში ლივერპულში არეულობები დაიწყება
პოლ ინსის აზრით, სეზონის გაუქმების შემთხვევაში ლივერპულში არეულობები დაიწყება

ინგლისელი ვეტერანი ფეხბურთელის, პოლ ინსის აზრით, პრემიერლიგის 2019/2020 წლების სეზონის გაუქმების შემთხვევაში, ქალაქ ლივერპულში არეულობები დაიწყება.

„ძალიან რთული სიტუაციაა. ყველას გულს ვერ მოიგებ. თქვენ ჩემპიონობის 30-წლიანი ლოდინი წარმოგიდგენიათ? პირველ ადგილთან ერთ ნაბიჯში ხარ და არის შანსი, რომ ტურნირი ბათილად ცნონ? ეს ლივერპულს შოკში ჩააგდებს. ყველა შეხვედრა როგორმე უნდა ჩატარდეს, მაისში იქნება თუ ივნისში, მნიშვნელობა არ აქვს. ეს მნიშვნელოვანია არამარტო „ლივერპულისთვის“, არამედ გასავარდნ ზონაში მყოფი გუნდებისთვისაც. ყველაზე სამწუხარო კი ის არის, რომ არავინ იცის, როდის დამთავრდება ეს ყველაფერი“.

შეგახსენებთ, რომ ინგლისის ჩემპიონატის დასრულებამდე 11 ტურით ადრე „ლივერპული“ პირველ ადგილზეა და უახლოეს მდევარს 25 ქულით უსწრებს.