პოლ ფელდერი კარიერის დასრულებას არ აპირებს - „მოუთმენლად ველოდები შემდეგ ბრძოლას“
პოლ ფელდერი კარიერის დასრულებას არ აპირებს - „მოუთმენლად ველოდები შემდეგ ბრძოლას“

პოლ ფელდერმა უკანასკნელი ბრძოლა ახალზელანდიელ დენ ჰუკერთან გამართა და ძალიან დაძაბულ დაპირისპირებაში დამარცხდა. წაგების შემდეგ ირლანდიელმა განაცხადა, რომ შესაძლოა კარიერის დასრულებაზე იფიქროს, თუმცა, როგორც ჩანს ფელდერმა გეგმები შეცვალა და კარიერის დასრულებას სულაც არ აპირებს. ჯონ ანიკთან ინტერვიუს დროს პოლმა მომავალ გეგმებზე ისაუბრა.

„მინდა გითხრათ, რომ მას შემდეგ, რაც ეს პანდემია მძვინვარებს, მხოლოდ ერთი სურვილი გამაჩნია. ოქტაგონზე რაც შეიძლება სწრაფად მსურს დაბრუნება. ჩემს მენეჯერ ბრაიან ბალტერს უკვე დავუკავშირდი და ვუთხარი, რომ ძალიან მსურს ბრძოლის გამართვა“.