პოკლიუკაში ქალებში ინდივიდუალური რბოლა 15კმ-ზე ჰერმანმა მოიგო | ბიატლონი

09:01, 25.01.2020

სლოვენიურ ქალაქ პოკლიუკაში მიმდინარე მსოფლიო თასის მეექვსე ეტაპზე ბიატლონში ქალებში ინდივიდუალური რბოლა 15კმ-ზე გაიმართა, რომელიც გერმანელმა დენიზ ჰერმანმა მოიგო.

მეორე ადგილზე შვედი ჰანა ოებერგი გავიდა, ბრინჯაოს მედალი კი ფრანგმა ანაის ბესკონმა მოიპოვა.

შეგახსენებთ, რომ ხუთი ეტაპის შემდეგ, საერთო ჩათვლაში მამაკაცებში ფრანგი მარტენ ფურკადი 561 ქულით ლიდერობს, ხოლო ქალებში პირველ ადგილს 524 ქულით ტირილ ეკჰოფი იკავებს.

დღეს პოკლიუკაში ესტაფეტა შერეულ ერთეულებში და ესტაფეტა 4*7.5 კმ-ზე შერეულ წყვილებში გაიმართება.

მსგავსი