პოკლიუკაში მსოფლიო თასის მეექვსე ეტაპის რბოლები გაიმართა | ბიატლონი
პოკლიუკაში მსოფლიო თასის მეექვსე ეტაპის რბოლები გაიმართა | ბიატლონი

სლოვენიურ ქალაქ პოკლიუკაში მიმდინარე მსოფლიო თასის მეექვსე ეტაპზე ბიატლონში ესტაფეტა შერეულ ერთეულებში გაიმართა.

რბოლა ძალიან საინტერესო და სენსაციური გამოვიდა. პირველ ადგილზე საფრანგეთის ძლიერი ნაკრები გავიდა. ვერცხლის მედალი კი ყველასთვის მოულოდნელად ესტონეთის ეროვნულმა გუნდმა მოიპოვა. მესამე ადგილზე ავსტრიის ნაკრებია.

გუშინ, მსოფლიო თასზე ესტაფეტა შერეულ წყვილებშიც გაიმართა, რომელიც საფრანგეთის ნაკრებმა მოიგო, მეორე ადგილი ნორვეგიამ დაიკავა, ბრინჯაოს მედალი კი გერმანიის ეროვნულმა გუნდმა მოიპოვა. დღეს პოკლიუკაში მას-სტარტი კაცებში 15კმ-ზე და მას-სტარტი ქალებში 12,5კმ-ზე გაიმართება.