პოგბას ვიდეომ გულშემატკივრები აღაშფოთა
პოგბას ვიდეომ გულშემატკივრები აღაშფოთა

პოლ პოგბას მიერ სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულმა ვიდეომ, რომელშიც ფეხბურთელი გულიანად იცინის, გულშემატკივრების გულისწყრომა გამოიწვია. სხვა დროსა და ადგილას ხსენებული კადრები შეუმჩნეველი დარჩებოდა, მაგრამ ამ  შემთხვევაში პრობლემა ის იყო, რომ ვიდეო „მანჩესტერ იუნაიტედსა“ და „დერბი ქაუნთის“ შორის გამართული მატჩის შემდეგ გამოქვეყნდა – თამაშისა, რომელიც „იუნაიტედმა“ წააგო და ლიგის თასიდან გამოვარდა.

აღსანიშნავია, რომ მატჩის დაწყებამდე და ზემოხსენებული ვიდეოს გამოქვეყნებამდე, „მანჩესტერის“ მწვრთნელმა ჟოზე მოურინიომ პოგბას კაპიტნობა ჩამოართვა და განაცხადა, რომ „ფეხბურთელი არ განასახიერებს იმას, რასაც „იუნაიტედის“ კაპიტანი უნდა განასახიერებდეს“.