პოგბას ტრანსფერი დაიბლოკება
პოგბას ტრანსფერი დაიბლოკება

ბოლო პერიოდში სპორტული პრესა მანჩესტერ იუნაიტედის ფრანგი ნახევარმცველის, პოლ პოგბას ირგვლივ სულ უფრო ხშირად ტრიალებს.

ამ ყველაფერს დაემატა პოგბას განცხადება, სადაც ფრანგმა საკუთარი სიმპატიების შესახებ ისაუბრა რეალ მადრიდის მიმართ.

ი-ეს-პი-ენის (ESPN) მიერ გავრცელებული უახლესი ცნობით, მანჩესტერ იუნაიტედი პოლ პოგბას შესახებ გაკეთებულ ნებისმიერი სახის წინადადებას დაბლოკავს, რადგან გუნდი ზაფხულში ფეხბურთელის გაშვებაზე არ ფიქრობს.

წითლების ამჟამინდელი თავკაცი ოლე გუნარ სოლსკიაერი, გუნდში დარჩენის შემთხვევაში, სწორედ ფრანგი ფეხბურთელის ირგვლივ გეგმავს იმ გუნდის შენებას, რომელიც სამომავლოდ დიდი მიზნებისთვის ბრძოლას აპირებს.