პოგბას „მანჩესტერ იუნაიტედის“ დატოვება სურს
MANCHESTER, ENGLAND – SEPTEMBER 22: A disappointed Paul Pogba of Manchester United reacts at full time during the Premier League match between Manchester United and Wolverhampton Wanderers at Old Trafford on September 22, 2018 in Manchester, United Kingdom. (Photo by James Baylis – AMA/Getty Images)
ცნობილი გახდა პოლ პოგბასა და „მანჩესტერ იუნაიტედის“ მწვრთნელის, ჟოზე მაურინიოს კონფლიქტის დეტალები. „ედილი მეილის“ (Daily Mail) ინფორმაციით, ფრანგმა მწვრთნელს უთხრა, რომ გუნდიდან წასვლა სურს და სწორედ ეს გახდა პოგბასთვის კაპიტნობის ჩამორთმევის მთავარი მიზეზი.
პოგბას ადრეც გამოუთქვამს სურვილი „მანჩესტერიდან” წასვლის თაობაზე, მაგრამ კლუბს ფრანგის შენარჩუნება აქვს გადაწყვეტილი, რომელშიც 2016 წელს 105 მილიონი ევრო გადაიხადეს. მოურინიო და სამწვრთნელო შტაბი უკმაყოფილოები იყვნენ პოგბას ქცევით, რადგან ფრანგმა „ვულვერჰეპტონთან” მატჩის წინ ავტობუსში მუსიკა ჩართო ძალიან მაღალ ხმაზე, როდესაც სხვა ფეხბურთელები თამაშისთვის ემზადებოდნენ.
ამას გარდა, „ბარნლისთან” თამაშის შემდეგ, პოგბამ გუნდი დაუყოვნებლივ დატოვა და საფრანგეთში გაფრინდა, ისე რომ სასტუმროში არც დაბრუნებულა.