პოლ პოგბას მოედანზე დაბრუნება კვლავ გადაიდო. ბრიტანული სამაუწყებლო კორპორაციის (BBC) ინფორმაციით, ფეხბურთელმა ორი ვარჯიში გააცდინა ავადმყოფობის გამო. ფრანგ ნახევარმცველს, რომელმაც სექტემბერში კოჭის ტრავმა მიიღო და მას შემდეგ მოედანზე არ გამოჩენილა, მიმდინარე კვირას უნდა დაეწყო ვარჯიში.
როგორც ირკვევა, პოგბა პარასკევს საფრანგეთში გაფრინდა, სადაც თავისი ძმის ქორწილს დაესწრო, დაბრუნებისას კი ექიმთან შემოწმების გავლა დასჭირდა.
„მანჩესტერ იუნაიტედის“ მთავარი მწვრთნელი ოლე გუნარ სოლსკიაერი აცხადებს, რომ ფეხბურთელს მაღალი სიცხე აქვს და თავს ცუდად გრძნობს.
მიმდინარე კვირას პოგბამ ხოლოდ ექვსი მატჩი ჩაატარა, შემდეგ კი ქირურგიული ჩარევა დასჭირდა, რათა კოჭის პრობლემა მოგვარებულიყო.