პოგბამ „მანჩესტერიდან“ წასვლა გადაწყვიტა
პოგბამ „მანჩესტერიდან“ წასვლა გადაწყვიტა

„მანჩესტერ იუნაიტედის“ ნახევარცველმა პოლ პოგბამ კლუბიდან წასვლის გადაწყვეტილება მიიღო. 26 წლის ფრანგს კარიერის გაგრძელება „რეალში“ სურს,- იტყობინება L’Equipe.

მადრიდული გრანდის პრეზიდენტი ფლორენტინო პერესი მზადაა ფეხბურთელში 50 მილიონი ევრო გადაიხადოს.

საფრანგეთის ნაკრების ნახევარმცველისადმი ინტერესი „რეალის“ მთავარმა მწვრთნელმა, ზინედინ ზიდანმაც გამოთქვა. არაოფიციალური ინფორმაციით კლუბის წარმომადგენლები პოგბას უკვე ესაუბრნენ. ფრანგს მიმდინარე სეზონში ინგლისური კლუბის შემადგენლობაში ტრამვების გამო, სულ ექვსი მატჩი აქვს ჩატარებული და გოლი არ გაუტანია.