ინგლისურმა საინფორმაციო საშუალებებმა გაავრცელეს ინფორმაცია, რომ პოლ პოგბას მანჩესტერ იუნაიტედთან კონტრაქტის გახანგრძლივებაზე საუბარი ჰქონდა, თუმცა ფრანგმა ფეხბურთელმა კლუბს უარი განუცხადა.
იანვარში, როცა ის საკმაოდ ახლოს იყო ინგლისის დატოვებასთან, ეშმაკებმა კონტრაქტი შესთავაზეს, თუმცა ფეხბურთელმა უარი განაცხადა. თუ არა მანჩესტერი, პოგბას სხვა უამრავი ვარიანტი აქვს. ბარსელონა, რომელიც დიდი ხანია, რაც მასზე ნადირობს, ასევე რეალიც, რომელიც ასევე მზადაა დიდი თანხა გადაიხადოს ფრანგისთვის და, რა თქმა უნდა, იუვენტუსი, სადაც პოლი ძალიან ენატრებათ და სადაც მას უამრავი მეგობარი ჰყავს, – იტყობინება სკაი სპორტსი (Sky Sports).
მას შემდეგ, რაც მანჩესტერ იუნაიტედში ოლე გუნარ სოლსკიაერი მივიდა, პოგბა მშვენიერ სეზონს ატარებს, თუმცა საუბარი მის გუნდიდან წასვლაზე მაინც არ წყდება.