პოგბამ „იუვენტუსთან“ კონტრაქტი გააფორმა #1TVSPORT
პოგბამ „იუვენტუსთან“ კონტრაქტი გააფორმა #1TVSPORT

ნახევარმცველმა პოლ პოგბამ წარმატებით გაიარა სამედიცინო შემოწმება „იუვენტუსისთვის“.

როგორც ჟურნალისტმა რომეო აგრესტიმ თავის „ტვიტერში“ დაწერა, ფრანგმა ფეხბურთელმა უკვე გააფორმა კონტრაქტი ტურინულ კლუბთან. ელოდებიან, რომ გარიგების შესახებ ოფიციალურ განცხადებას ორშაბათს გააკეთებენ.

„მანჩესტერ იუნაიტედიდან“ წასვლის შემდეგ, პოგბა თავისუფალი აგენტის სტატუსით სარგებლობს. ადრე ფრანგი 2012-16 წლებში თამაშობდა „იუვენტუსში“.