პოგბამ „იუვენტუსთან“ 30-მილიონიანი კონტრაქტი შეათანხმა #1TVSPORT
პოგბამ „იუვენტუსთან“ 30-მილიონიანი კონტრაქტი შეათანხმა #1TVSPORT

„მანჩესტერ იუნაიტედის“ ფრანგმა ნახევარმცველმა პოლ პოგბამ კონტრაქტის პირობები შეათანხმა „იუვენტუსთან“, – წერს იტალიური პრესა.

La Gazzetta dello Sport, Sportitalia და სხვა წყაროები ამტკიცებენ, რომ მხარეებმა მოილაპარაკეს სამწლიან ხელშეკრულებასა და წლიურად 10 მილიონი დოლარის ოდენობის ხელფასზე.

პოგბაზე ასევე პრეტენზიას აცხადებდნენ „პარი სენ-ჟერმენი“, „მანჩესტერ სიტი“ და „რეალი“, თუმცა ფრანგმა იმ გუნდში დაბრუნება ამჯობინა, რომელშიც მართლაც ბედნიერად გრძნობდა თავს და თავის საუკეთესო თამაშს აჩვენებდა.

29 წლის ნახევარმცველის კონტრაქტი მანჩესტერულ კლუბთან ამ ზაფხულს იწურება, ამიტომაც მას „იუვენტუსი“ უფასოდ მიიღებს. ფრანგი ტურინულ კლუბში 2012-16 წლებში თამაშობდა.

დატოვე კომენტარი