პოგბა უფრო დიდ დროს ანდომებს თერთმეტმეტრიანს, ვიდრე ბოლტი 100 მეტრის დაფარვას

14:45, 29.10.2018

„მანჩესტერ იუნაიტედის“ ნახევარმცველი პოლ პოგბა „ევერტონთან“ მატჩში ძალიან დიდი ხანი ემზადებოდა 11-მეტრიანის დასარტყმელად. „ტვიტერზე“ გამოქვეყნდა ვიდეოკოლაჟი, რომელზეც ჩანს, რომ ფრანგი ფეხბურთელი დარტყმამდე უფრო დიდ ხანს გარბოდა, ვიდრე რვაგზის ოლიმპიური ჩემპიონი უსაინ ბოლტი 100 მეტრის დაფარვას ანდომებს. დაითვალეს, რომ დარტყმამდე პოგბმამ 28 ნაბიჯი გააკეთა.

პოგბამ პენალტი ვერ გაიტანა, მაგრამ სხვებზე სწრაფი იყო დამატებაზე.

მსგავსი