პოგბა შეიძლება მსოფლიოში ყველაზე მაღალანაზღაურებადი ფეხბურთელი გახდეს
პოგბა შეიძლება მსოფლიოში ყველაზე მაღალანაზღაურებადი ფეხბურთელი გახდეს

„მანჩესტერ იუნაიტედის“ ხელმძღვანელობა უახლოეს მომავალში გეგმავს ახალი კონტრაქტის შეთავაზებას ნახევარმცველ პოლ პოგბასთვის. ფრანგის ამჟამინდელი ხელშეკრულება 2021 წელს იწურება.

როგორც გამოცემა „ტუტოსპორტი“ წერს, 26 წლის პოგბა მზად არის კარიერა ინგლისურ კლუბში გააგრძელოს, ოღონდ იმ პირობით, თუ მისი წლიური ხელფასი მნიშვნელოვნად გაიზრდება.

ბრიტანულმა პრესამ გაარკვია, რომ ფრანგის მოთხოვნაა – კვირაში 676 ათასი ევროს მიღება, რაც წელიწადში 35 მილიონ ევროს მიაღწევს. თუ „იუნატედის“ ხელმძღვანელობა ამ პირობას დათანხმდება, ნახევარმცველი მსოფლიოს ყველაზე მაღალანაზღაურებადი ფეხბურთელი გახდება.

უფრო ადრე, „მანჩესტერ იუნაიტედის“ მთავარმა მწვრთნელმა ოლე-გუნარ სოლსკიაერმა გამორიცხა ზამთრის სატრანსფერო ფანჯრისას პოგბას სხვა გუნდში წასვლა.

დატოვე კომენტარი