„მანჩესტერ იუნაიტედი“ პოლ პოგბამ დატოვა, – იუწყება ინგლისური კლუბის ოფიციალური ვებგვერდი.
„გუნდში პოლს ყველა ულოცავს წარმატებულ კარიერას, მადლობას უხდის „მანჩესტერ იუნაიტედის“ განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის და ყველაფერ საუკეთესოს უსურვებს ახალ გზაზე“, – ნათქვამია მანჩესტერული კლუბის განცხადებაში.
პოლ პოგბას კონტრაქტი „იუნაიტედთან“ ამ თვეში იწურება. მან მანჩესტერელთა შემადგენლობაში 233 მატჩი ჩაატარა, გაიტანა 39 გოლი და 52 შედეგიანი გადაცემა შეასრულა.
ევროპულ პრესაში წერენ, რომ პოლ პოგბას ტრანსფერით „იუვენტუსი“ და „პარი სენ-ჟერმენი“ არიან დაინტერსებულები.