პოგბა „იუვენტუსთან“ კონტრაქტს გააფორმებს #1TVSPORT
პოგბა „იუვენტუსთან“ კონტრაქტს გააფორმებს #1TVSPORT

„მანჩესტერ იუნაიტედის“ ყოფილი ფეხბურთელი ახლოს არის „იუვენტუსში“ გადასვლასთან, – იუწყება Gazzetta dello Sport.

იტალიური გამოცემის ინფორმაციით, პოლ პოგბა ტურინულ გრანდთან ოთხწლიან კონტრაქტს გააფორმებს, ანაზღაურება კი სეზონში 10 მილიონი ევრო იქნება.

29 წლის ფრანგმა მანჩესტერლეთა რიგები პირველ ივნისს თავისუფალი აგენტის სტატუსით დატოვა.

გასულ სეზონში პოლ პოგბამ „იუნაიტედის“ შემადგენლობაში 27 მატჩი ჩაატარა, გაიტანა ერთი გოლი და ცხრა შედეგიანი გადაცემა შეასრულა.