პოგბა და აზარი რეალის პრიორიტეტები არიან

16:53, 02.04.2019

ესპანური გამოცემა ასის (As) ინფორმაციით, ზაფხულის სატრანსფერო ბაზრისას მადრიდის რეალის ხელმძღვანელობა ძირითად ყურადღებას პოლ პოგბასა და ედენ აზარის შეძენას მიაქცევს.

როგორც ირკვევა, პარი სენ-ჟერმენიდან კილიან მბაპეს შეძენაზე გარიგება არ შედგება, ამიტომაც მოითხოვა ზინედინ ზიდანმა მანჩესტერ იუნაიტედიდან და ჩელსიდან პოგბასა და აზარის გადაბირება.

სავარაუდო გარიგებების ნაწილი შეიძლება გახდეს რეალის ორი ფეხბურთელი – გარეტ ბეილი და ტონი კროოსი.

მსგავსი