„იუვენტუსის“ ყოფილმა ნახევარმცველმა პოლ პოგბამ თანხმობა მისცა ბრაზილიურ კლუბ „კორინთიანსში“ გადასვლაზე.
როგორც გამოცემა BolaVip წერს, ბრაზილიური მხარე ეძებს ფინანსებს გარიგების დახურვისთვის. „კორინთიანსი“ სპონსორის ძიებაშია, რომელიც 100 პროცენტით დაფარავს ფრანგი ფეხბურთელის გაფორმების ხარჯებს.
პოგბა ოთხი წლით იყო დისკვალიფიცირებული ანტისადოპინგო წესების დარღვევის გამო. სპორტულმა საარბიტრაჟო სასამართლომ ეს ვადა წელიწადნახევრამდე შეამცირა, ასე რომ, ფრანგი 2025 წლის მარტში შეძლებს მოედანზე გასვლას.
ნახევარმცველი ახლა თავისუფალი აგენტის სტატუსით სარგებლობს, რადგან ნოემბერში მასთან კონტრაქტი გაწყვიტა „იუვენტუსმა“.