პოჩეტინოს „ტოტენჰემში“ დარჩენა უნდა
პოჩეტინოს „ტოტენჰემში“ დარჩენა უნდა

ლონდონის „ტოტენჰემის“ მთავარმა მწვრთნელმა მაურისიო პოჩეტინომ კომენტარი გაუკეთა კლუბიდან მისი სავარაუდო წასვლის შესახებ ჭორებს.

„ბედნიერი ვარ „ტოტენჰემში“. კონტრაქტით კიდევ ოთხი წელი მრჩება. სიამოვნებას ვიღებ აქ ყოველდღიური მუშაობისგან და როცა ხელშეკრულება გავაფორმე, ეს გავაკეთე იმიტომ, რომ ბედნიერი ვიყავი.
იმ ინვესტიციების გათვალისწინებით, რაც სხვა კლუბებმა შემადგენლობების გაძლიერებისთვის გაიღეს, არავინ ფიქრობდა, რომ „ტოტენჰემი“ ამ სეზონში ტიტულისთვის იბრძოლებდა. ესენი არიან კლუბები, რომლებსაც ტიტულების მოგების მოთხოვნილება აქვთ.

„ტოტენჰემი“ სხვა კლუბია. მიუხედავად ამისა, დღემდე უწევს კონკურენციას ასეთ გუნდებს და ეს ჩვენი დამსახურებაა. იმედი გვაქვს, სეზონს კარგად დავასრულებთ“, – თქვა პოჩეტინომ.

დატოვე კომენტარი