პოჩეტინოს „მანჩესტერ იუნაიტედში“ ჰარი კეინის ხილვა სურს #1TVSPORT
პოჩეტინოს „მანჩესტერ იუნაიტედში“ ჰარი კეინის ხილვა სურს #1TVSPORT

„პარი სენ-ჟერმენის“ მთავარ მწვრთნელს მაურიციო პოჩეტინოს „ტოტენჰემის“ ფორვარდის ჰარი კეინის „მანჩესტერ იუნაიტედში“ გაფორმება სურს. ეს იმ შემთხვევაში მოხდება, თუ არგენტინელი სპეციალისტი ინგლისური გუნდის დამრიგებლად დაინიშნება, – წერს გაზეთი The Telegraph.

„მანჩესტერ იუნაიტედი“ პოჩეტინოს პრიორიტეტულ ვარიანტად განიხილავს მთავარი მწვრთნელის პოსტზე და უკვე აწარმოებს მასთან მოლაპარაკებებს. არგენტინელი მზად არის „იუნაიტედის“ წინადადების მისაღებად და უნდა პირველი შენაძენი კეინი გახდეს, რომელთან ერთადაც „ტოტენჰემში“ მუშაობდა.

კეინის მოქმედი კონტრაქტი „ტოტენჰემთან“ 2024 წლის ივნისამდე მოქმედებს.

შეგახსენებთ, რომ „პარი სენ-ჟერმენის“ ხელმძღვანელობამ პოჩეტინოს აცნობა, რომ ამ სეზონის შემდეგ დაითხოვს მთავარი მწვრთნელის პოსტიდან.